“უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტთან ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან წინ მიიწევენ” – ბრიტანული დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის ძალები ბახმუტთან ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან წინ მიიწევენ​ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთს ამ ვითარების შესაცვლელად მნიშვნელოვანი რეზერვები გააჩნდეს.

ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მიმოხილვაშია ნათქვამი.

„აქამდე, მცირე მტკიცებულება არსებობდა იმის შესახებ, რომ რუსეთს, ოპერატიულ დონეზე, სახმელეთო ძალების მნიშვნელოვანი რეზერვები გააჩნია, რომლის გამოყენებასაც შეძლებდა, მრავალი საფრთხის ფონზე, რომელიც მას ემუქრება ერთმანეთისგან დაშორებულ სექტორებში -​ ბახმუტიდან დაწყებული დნეპრის აღმოსავლეთ ნაპირამდე დამთავრებული, რომელთა შორის მანძილი 200 კილომეტრზე მეტია“, – აღნიშნავს დაზვერვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები