“ვაგნერის” აჯანყების მცდელობამ აჩვენა რუსული არმიის სისუსტე და უთანხმოება ხელისუფლებაში” – მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „ვანგერის ჯგუფის“ შეიარაღებული აჯანყების მცდელობის კომენტირებისას თქვა, რომ ეს სიტუაცია აჩვენებს იმ განხეთქილებაზე, რომელიც რუსეთის მთავრობაში არსებობს, ასევე, მომხდარი ქვეყნის არმიის სისუსტეზე მიანიშნებს.
ამის შესახებ მან La Provence-თან ინტერვიუში თქვა.
პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ „მოვლენებს აქტიურად ადევნებდა თვალს და საფრანგეთის მთავარ პარტნიორებთან კონტაქტზე იმყოფებოდა”.
საფრანგეთის პრეზიდენტს სურს, სიფრთხილე შეინარჩუნოს, “რადგან სიტუაცია ჯერ კიდევ ვითარდება. მაგრამ ის აჩვენებს განხეთქილებას, რომელიც არსებობს რუსეთის მთავრობაში, ისევე როგორც მისი არმიის და დამხმარე ძალების სისუსტეზე, როგორიცაა “ვაგნერის ჯგუფი”.
„ამ ყველაფრის ფონზე, სიფხიზლე უნდა შევინარჩუნოთ. მთლიანად გამართლებულია ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ უკრაინელებს მათ წინააღმდეგობაში ვუწევთ“, – დასძინა მაკრონმა.