მოსკოვსა და ტულაში M-4 მაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდული რჩება
მოსკოვისა და ტულას ოლქებში მთავარ ჩქაროსნულ მაგისტრალ M-4 „დონზე“ მოძრაობა კვლავ შეზღუდულია, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია რუსეთის საგზაო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად, ტულასა და მოსკოვის ოლქების M-4 გზატკეცილის გასწვრივ მოძრაობის შეზღუდვა ძალაში რჩება“, – აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის, M4 მოსკოვს სამხრეთ ნაწილთან აკავშირებს და რუსეთის ხელისუფლებამ ის შაბათს დაკეტა, როდესაც „ვაგნერის“ მებრძოლებმა როსტოვი დაიკავეს.