“არ მიიღოთ მონაწილეობა უკანონო ქმედებებში” – ბჟანია პუტინს მხარდაჭერას უცხადებს

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ყველა ქმედებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

ამის შესახებ განცხადება ე.წ. სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„აფხაზეთის რესპუბლიკა ნებისმიერ ვითარებაში გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის წინაშე სამოკავშირეო ვალდებულებების შესრულებას. მოვუწოდებ აფხაზეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს, მათ შორის სპეცოპერაციის ზონაში მყოფებს, არ დაემორჩილონ პროვოკაციებს და არ მიიღონ მონაწილეობა უკანონო ქმედებებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისთვის ე.წ. რესპუბლიკაში ვითარება სტაბილურია.

ე.წ. ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრა ე.წ. ​ ვიცე-პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ გამართა.

ე.წ. უწყებები მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე არიან გადაყვანილი, ასევე გაძლიერდა ე.წ. სასაზღვრო კონტროლი ენგურზე და ფსოუზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები