ზურაბ ქადაგიძე: ყოჩაღ, ქალბატონო სალომე, თქვენ ახლა ბორჯომში ჩამფურთხებელი და ღვინოში მომშარდავი შეიწყალეთ…

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, ამით სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი ისედაც დაბალი რეიტინგი კიდევ უფრო შეამცირა.

„ყოჩაღ, ქალბატონო სალომე, თქვენ ახლა ბორჯომში ჩამფურთხებელი და ღვინოში მომშარდავი შეიწყალეთ…

ჰოდა, რასაც თქვენზე წერდა, დედის რძესავით შეგირგიათ და ეგაა.

ნუ, თავმოყვარეობა რომ არ გაქვთ, კი გავიგეთ, თუმცა იმდენად იდიოტი ყოფილხართ, საკუთარი 0.1 % რეპუტაციაც საკუთარ მაგინებელს შესწირეთ.

თქვენ იმ თაგუნასავით დაგემართებათ, თაგვობა რომ იუკადრისა და ბოლოს რაც დაემართა, კი იცით!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები