სტიქია ჩინეთში – 8 დაღუპული და 30-მდე დაკარგული მოქალაქე
ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით გადაუღებელმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოწვია. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 8 ადამიანი, 30-მდე ადგილობრივი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
სტიქიის ზონაში დატბორილია საავტომობილო გზები და განადგურებულია საცხოვრებელი სახლების ნაწილი.
მაშველებმა უკვე განახორციელეს 7 000-მდე ადგილობრივის ევაკუაცია. სამაშველო და სამძებრო ოპერაცია რეგიონში ამ დრომდე მიმდინარეობს.