ლიტვა უკრაინაში სამხედროებს გზავნის

ლიტვა მზადაა უკრაინას შეიარაღებულ კონფლიქტში ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში სამხედრო დახმარება გაუწიოს. ამის შესახებ ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ განაცხადა, წერს პორტალი „ჰოტნიუსპორტალი“. ლიტვის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა რუსეთს მთელი ევროპისთვის ებრძვის, ამიტომ მან ევროკავშირისგან მაქსიმალური დახმარება უნდა მიიღოს. გრიბაუსკაიტემ ასევე განაცხადა, რომ საჭიროა „რაც შეიძლება უფრო მეტი“ სანქციების მიღება რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის „სრული სამხედრო ემბარგო“, და არა მარტო ახალი სამხედრო კონტრაქტების გაფორმების აკრძალვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები