ისრაელი პალესტინის მიწების 1000 ჰექტრის დაპყრობას აპირებს
გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ისრაელი პალესტინის მიწების 1000 ჰექტრის დაპყრობას აპირებს, – წერს „იტარ-ტასი“. პან გი მუნის შეფასებით, ამას შესაძლოა ამ მიწებზე არაკანონიერი ებრაული დასახლებების მშენებლობის გადაწყვეტილება მოჰყვეს. „ასეთი დიდი ტერიტორიის დაპყრობამ შეიძლება დასახლების საქმიანობის გაგრძელებისთვის შექმნას ის პირობები, რაც გაეროს თანახმად, უკანონოა საერთაშორისო სამართლის ფარგლებში და მთლიანად ეწინააღმდეგება კონფლიქტის მოგვარებას ორი სახელმწიფოს შექმნის საფუძველზე“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გაეროს პრესს-სამსახურმა გაავრცელა.