„სახელოვნებო საგანმანათლებლო პროცესისათვის საჭირო წიგნადი ფონდის განახლება (თარგმნა ან/და გამოცემა)“ – კულტურის სამინისტრომ გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის – „სახელოვნებო საგანმანათლებლო პროცესისათვის საჭირო წიგნადი ფონდის განახლება (თარგმნა ან/და გამოცემა)“ – გამარჯვებულები გამოავლინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის მიზანია სახელოვნებო განათლების განვითარების მხარდაჭერა, სახელოვნებო სასწავლო ლიტერატურის გამოცემისა და თარგმნის, ასევე, სახელოვნებო სასწავლებლების, ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლების ხელშეწყობა.
კონკურსის ბიუჯეტი შეადგენს 70 000 ლარს. სამინისტროში შემოვიდა ცხრა საკონკურსო განცხადება, ხოლო გამარჯვებული ოთხი პროექტი გახდა, კერძოდ:
1. სახელმძღვანელო წიგნის -„არქიტექტურული კონსტრუქციები“ გამოცემა“ – განმცხადებელია სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;
2. „თანამედროვე ცეკვა-ანთოლოგია“ (დამხმარე სახელმძღვანელო)“ – განმცხადებელია სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
3. „გივი ორჯონიკიძე – ფიქრები მუსიკაზე“ (წიგნი პირველი)“ – განმცხადებელია ა(ა)იპ არს ჯორჯია მიუზიკ;
4. გ. ლეჟავას და მ. ჯანდიერის წიგნის – „АРХИТЕКТУРА СВАНЕТИИ“, МОСКВА, 1938Г – ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცემა“ – განმცხადებელია შპს ენ.აი.ჯი.
2022 წელს, ამავე კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 50 000 ლარს. შემოვიდა 10 საპროექტო განაცხადი და გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული პროექტი. ესენია:
1) „ქართული შრიფტი გრაფიკოს-დიზაინერებისთვის“ – ფ.პ. ნინო ჯიშკარიანი;
2) „მსოფლიო თეატრის ისტორია, XX საუკუნის მეორე ნახევარი, პოსტმოდერნისტული და პოსტდრამატული თეატრი, ტომი V, სახელმძღვანელო“ – სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
3) „გაიანე ალიბეგაშვილის სამეცნიერო ნაშრომის – საერო პორტრეტი შუა საუკუნეების ქართულ მონუმენტურ ფერწერაში (თარგმნა და გამოცემა)“ – სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;
4) „ქეთევან ბოლაშვილი: XX საუკუნის მუსიკის ისტორია: ლექციები, I ნაწილი. მეორე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა“ – სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები