პუტინის განცხადებაზე – „კიევს ორ კვირაში ავიღებთ“, მისმა ადმინისტრაციამ განმარტება გააკეთა
პუტინის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის განცხადებაზე განმარტებას აკეთებენ. როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, პრეზიდენტის სიტყვები „კიევის ორ კვირაში აღებაზე“ კონტექსტიდან იყო ამოგდებული. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სიტყვები იმაზე, რომ თუ მოისურვებს, „კიევს ორ კვირაში აიღებს“, კონტექსტიდან იყო ამოგდებული და მას სხვა მნიშვნელობა ჰქონდა, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, რომ კიევის აღებასთან დაკავშირებით პუტინი ევროკომისიის თავმჯდომარეს ჟოზე მანუელ ბაროზუს ესაუბრა. უშაკოვის შეფასებით, სატელეფონო მოლაპარაკებების დეტალების გასაჯაროება ევროკომისიის თავმჯდომარის მხრიდან „არაკორექტულია და დიპლომატიური პრაქტიკის ჩარჩოებს სცდება. თუ მან ეს გააკეთა, მე ეს საქციელი სერიოზული პოლიტიკური მოღვაწის მხრიდან უღირსად მეჩვენება. იყო თუ არა პუტინის მხრიდან ნათქვამი ეს სიტყვები, ჩემი აზრით, ციტატა კონტექსტიდანაა ამოგდებული და მას სრულიად სხვა მნიშვნელობა აქვს“, – აღნიშნა უშაკოვმა.