ეჟენ იონესკოს „მარტორქების“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

24, 25, 29 და 30 ივნისს / 1, 2 ივლისს, 20:00 საათზე, გაიმართება ეჟენ იონესკოს ცნობილი პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის –  „მარტორქების“ პრემიერა. სპექტაკლის რეჟისორია ზურაბ გეწაძე.
სპექტაკლს წარმოადგენს თეატრის განვითარების ფონდი და სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სპექტაკლში სამყაროს ტოტალური ნგრევის იდეას პიროვნული ნგრევაც ემატება, შიშის ასპექტებით.  პიესაში მოთხრობილია სამყაროზე, სადაც ადამიანები მარტორქებად იქცევიან და აბსურდი ზეიმობს.
ზურაბ გეწაძის სპექტაკლში ნათლად იკვეთება ყოველდღიური პრობლემები და ბრბოსა და ინდივიდუალურობას შორის მუდმივი ჭიდილი, რომელსაც მსახიობებს შესანიშნავად გადმოსცემენ.
მონაწილეობენ:
ბერანჟე – ვანო თარხნიშვილი
ჟანი – ზურაბ ყიფშიძე
დეზი – ქეთი ასათიანი / ნინო შავგულიძე
დიუდარი – ნიკოლოზ წერედიანი
ლოგიკოსი – პაატა ვახტანგიშვილი
მოხუცი ბატონი – თემო ნატროშვილი
ბატონი პაპიიონი – ედემი ხვიჩია
ბოტარი – ბადრი ბეგალიშვილი
ქალბატონი ბეფი – ნანა შონია
დიასახლისი – ნანუკა ლითანიშვილი
ოფიციანტი ქალი – ვიკა კალანდია
კაფეს მეპატრონე – დავით ბერაძე
მედუქნე ქალი / პატარა მოხუცის ცოლი – სანათა ძაძამია
მედუქნე კაცი / მეხანძრე – გიორგი გოგიშვილი
პატარა მოხუცი – ბექა ქავთარაძე
მხატვარი – შოთა გლურჯიძე; კომპოზიტორი – ერეკლე გეწაძე; ქორეოგრაფი – ნათია ბუნტური;  ინსცენირებისა და ტექსტის ადაპტაციის ავტორი – ზურაბ გეწაძე.
გამოყენებულია დავით კახაბერის თარგმანი.

მის.: დიმიტრი უზნაძის ქ. №68

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები