ბაღდადში ტერაქტის შედეგად 10 ადამიანზე მეტია დაღუპული
ბაღდადში ტერაქტის შედეგად სავარაუდოდ, 13 მოქალაქე დაიღუპა, 40-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ერაყულ პრესაზე დაყრდნობით სააგენტო „იტარ-ტასი“ ავრცელებს. ერაყული მასმედიის ცნობით, ასაფეთქებელი ნივთიერებები ორ, ერთმანეთთან ახლო მანძილზე დაყენებულ მანქანებში იყო ჩადებული და ისინი ერთდროულად აფეთქდნენ. ტერაქტამდე რამდენიმე საათით ადრე გაეროს წარმომადგენლებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში აგვისტოში ძალადობის მსხვერპლი 1420 ადამიანი გახდა. ამ რაოდენობაში არ შედის მსხვერპლი დასავლეთ რეგიონ ანბარიდან და იმ რეგიონებიდან, სადაც დაჯგუფება „ისლამის სახელმწიფოს“ ექსტრემისტები ბატონობენ.