ილოვაისკთან ალყიდან კიდევ 11 მებრძოლი გათავისუფლდა
ილოვაისკთან ალყიდან კიდევ 11 მებრძოლი გათავისუფლდა. ინფორმაცია ამის შესახებ ბატალიონ „დონბასის“ მეთაურმა სემენ სემენჩენკომ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა. „გამოვიდა კიდევ 11 ადამიანი, ჰოსპიტალში მიგვყავს. ღმერთს მადლობა“, – წერს სემენჩენკო.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ 20 მებრძოლი, რომელიც მძიმედ დაიჭრა ბრძოლების დროს, ილოვაისკთან სამკურნალოდ გერმანიაში იქნება გაგზავნილი. ექიმები მთელი ღამის განმავლობაში დაჭრილ ჯარისკაცებს და მათ დოკუმენტებს გერმანიაში გასამგზავრებლად ამზადებდნენ.