ზაქარია ფალიაშვილის ოპერა ,,დაისი” – მასიმო ბელინის საოპერო თეატრში

ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისს” კიდევ ერთი წარმატება ხვდა წილად საერთაშორისო ასპარეზზე. როგორც კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მასიმო ბელინის საოპერო თეატრის სამხატვრო საბჭოსა და დირექტორატის გადაწყვეტილებით, „დაისი” თეატრის რეპერტუარში დარჩება და მას რეგულარულად წარმოადგენენ საოპერო თეატრის სცენაზე, რაც ისტორიული მოვლენაა ქართული ოპერისთვის.
ზაქარია ფალიაშვილის ცნობილი ოპერა 21 ივნისს სიცილიაში, მასიმო ბელინის საოპერო თეატრში, იტალიელი სოლისტების, ორკესტრისა და გუნდის მონაწილეობით პირველად შესრულდება.
პროექტის ავტორია ბადრი მაისურაძე, სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი კი – გოჩა კაპანაძე. დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი; სცენოგრაფიაზე, განათებასა და კოსტიუმებზე კი გიორგი ალექსი-მესხიშვილმა იმუშავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები