მალაიზიური ბოინგის კატასტროფის დროს 183 დაღუპულის გვამია იდენტიფიცირებული (ვიდეო)

იდენტიფიცირებულია მალაიზიური ბოინგის კატასტროფის დროს 183 დაღუპულის გვამი. ამის შესახებ გაეროს პრესსსამსახურის ტვიტერზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. მალაიზიური ლაინერის ბორტზე მყოფი მალაიზიის 43 მოქალაქიდან იდენტიფიცირებულია 32.
9 დაღუპულის გვამი ამსტერდამიდან სპეცრეისით კუალა-ლუმპურში უკვე გადაასვენეს. მათ შორის 2 ნიდერლანდების მოქალაქე იყო. მალაიზიის აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა, შემდეგ კი მთელი ქვეყნის მაშტაბით დუმილის წუთი გამოაცხადეს.
შეგახსენებთ, მალაიზიური ბოინგი დონეცკის ოლქში 17 ივლისს, 16:20 საათზე ჩამოაგდეს.

10681671_827345660639007_937791494_n

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=XBG56qqtRao” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები