ირაკლი კობახიძე: საბოლოოდ ყველამ გაიაზრა, რომ სააკაშვილი არის მიუნჰაუზენი

“საბოლოოდ ყველამ გაიაზრა, რომ სააკაშვილი არის მიუნჰაუზენი და 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კამპანია, თითქოს სააკაშვილი კვდებოდა, არის სპეკულაცია.

„სააკაშვილის გამოჯანმრთელებას შეიძლება, ჰქონდეს ორი თეორიული მიზეზი. ან სასწაული ან სტრასბურგის გადაწყვეტილება. მგონია, რომ მიზეზი არის სტრასბურგის გადაწყვეტილება. იყო 600-დღიანი პოლიტიკური კამპანია. უმტკიცებდნენ საზოგადოებას და ბევრი დააჯერეს კიდეს, რომ ეს კაცი 600 დღის განმავლობაში ყოველ დღე კვდებოდა. თან კვდებოდა ხან წამებით, ხან მოწამვლით და ა.შ. უცებ ეს ადამიანი ხდება ჩვეულებრივად ჯანმრთელი. ეს რა თქმა უნდა, იყო ცარიელი სიმულაცია, ცარიელი სპეკულაცია. 600 დღის განმავლობაში საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორებს აჯერებდნენ, რომ სააკაშვილი კვდებოდა. ეს უბრალოდ სირცხვილია. როდესაც საბოლოოდ ყველაფერი გაირკვა და იმ ადამიანებმაც კი, ვისაც ამის სჯეროდა გაიაზრეს, რომ ეს კაცი არის მიუნჰაუზენი და 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები