გურამ მაჭარაშვილი: პრეზიდენტმა მეტი უნდა იკითხოს საქართველოს კონსტიტუცია

„პრეზიდენტმა მეტი უნდა იკითხოს საქართველოს კონსტიტუცია და სახელმწიფოს, საზოგადოებას მეტად უნდა დაუგდოს ყური”,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტი ვალდებული არ არის, პრეზიდენტს ვინც მოეპრიანება, ის უპირობოდ დაამტკიცოს.

“როცა ამბობს, რომ ზეპარტიულია და შუამავლობის ამბიცია აქვს, ეს არა მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენოს, როცა მას სჭირდება, არამედ მაშინ, როცა კონსტიტუციურ უფლებამოსილებას ასრულებს და კანდიდატურებს წარადგენს. რომელ ქვეყანაშია ისე, რომ კანდიდატის წარდგენამდე კონსულტაციებს არ მართავს? პრეზიდენტის წინააღმდეგ არავინ ილაშქრებს. პარლამენტი ვალდებული არ არის, პრეზიდენტს ვინც მოეპრიანება, წარმოადგინოს და ის უპირობოდ დაამტკიცოს. სულ მცირე, წინასწარი კონსულტაცია უნდა არსებობდეს, ვინც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. კონსტიტუციაში არც ის წერია, რომ ზეპარტიულმა პრეზიდენტმა მართვასთან დაკავშირებით ჩაატაროს ბრიფინგები”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარუდგინა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები