მიხეილ სარჯველაძე: სააკაშვილის და მისი გარემოცვის მთავარი ამოცანაა, თავი აარიდოს მართლმსაჯულებას, ამას საზოგადოების მხრიდან პოზიტიური აღქმა ვერ ექნება

“როგორც ჩანს, სააკაშვილის და მისი გარემოცვის მთავარი ამოცანაა, თავი აარიდოს მართლმსაჯულებას და ამას საზოგადოების მხრიდან პოზიტიური აღქმა ვერ ექნება”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ პოსტს, სადაც პატიმარი ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აპირებს.

სარჯველაძის თქმით, საზოგადოების განსჯის საგანია, ეს ყველაფერი რამდენად კარგი ტრამპლინი შეიძლება, იყოს პოლიტიკაში დაბრუნებისთვის.

„აქამდე საზოგადოებას მცდარ და სინამდვილესთან შეუსაბამო სცენარს, ვერსიას სთავაზობდნენ, როცა ამბობდნენ, თითქოს, სააკაშვილის ჯანმრთელობას ვინმე განზრახ აზიანებდა. ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა. არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ნათელი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა სიმულაციას, რომლის მიზანი იყო სამართლიანი და დამსახურებული მართლმსაჯულებისთვის თავის არიდება. საზოგადოების განსჯის საგანია, ეს ყველაფერი რამდენად კარგი ტრამპლინი შეიძლება, იყოს პოლიტიკაში დაბრუნებისთვის. როგორც ჩანს, მისი და მისი გარემოცვის მთავარი ამოცანაა, თავი აარიდოს მართლმსაჯულებას და ამას საზოგადოების მხრიდან პოზიტიური აღქმა ვერ ექნება. ეს ცუდ წინაპირობას უქმნის მის პოლიტიკაში დაბრუნებას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები