რუსეთის მოსახლეობა ყირიმის ანექსიას უარყოფითად აფასებს

რუსეთის მოსახლეობა ყირიმის ანექსიის ნეგატიურ შედეგებზე დაფიქრდა. როგორც ინტერნეტ გამოცემა „ობოზრევატელი“ წერს, გამოკითხვა “ლევადა ცენტრის” მიერ აგვისტოში ჩატარდა. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა, რომელთაც ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში „დაბრუნება“ უხარიათ, ოთხი თვის განმავლობაში 23-დან 16 % შემცირდა. ასევე, 47-დან 40%-მდე ჩამოვიდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ყირიმში რუსეთის მთავრობის ქმედებებს ამართლებენ. უარყოფითი შეგრძნებები ყირიმის დაპყრობასთან დაკავშირებით (პროტესტი, სირცხვილი) გამოკითხულთა 9 %-ს შეუნარჩუნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები