უკრაინაში სამხედრო მდგომარეობა აღარ გამოცხადდება
უკრაინაში სამხედრო მდგომარეობა აღარ გამოცხადდება. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტ პოროშენკოს და რადას ფრაქციების ლიდერების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, – წერს ინტერნეტ გამოცემა „ობოზრევატელი“. ასევე გუშინ, 1 სექტემბერს ღამით პოროშენკომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის გაფართოებული სხდომა ჩაატარა. „სიტუაცია მძიმეა, თუმცა უკრაინული მებრძოლი სული უფრო ძლიერია, ვიდრე ის ოკუპანტებს აქვს. ჩვენ საკუთარ მიწას ვიცავთ“, – განაცხადა სხდომის მსვლელობისას პრეზიდენტმა.