კინორეჟისორსა და სცენარისტს, მიხეილ (მიშა) ჭიაურელს 80 წელი შეუსრულდა
კულტურის სამინისტრო გამოჩენილ ქართველ კინორეჟისორსა და სცენარისტს, მიხეილ (მიშა) ჭიაურელს იუბილეს ულოცავს
„დღეს მიხეილ ჭიაურელს 80 წელი შეუსრულდა. იგი სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია არაერთი ფილმისა, მათ შორის: „რულონი“ (1975), „ლილეო“ (1975), „სიყვარული ყველას უნდა“ (რეჟ. გიორგი შენგელაიასთან ერთად, 1980), „ჭიდაობას რა უნდა“ (1986), „მე, პელეს ნათლია!“ (1991), „ბზარი“ (1996), „სოფიკო“ (2008), „ვის უცდიან თოვლიანი მთები“ (1982).
მიშა ჭიაურელი მუშაობდა საქართველოს ტელერადიოკომიტეტში რეჟისორის ასისტენტად (1973 წლიდან), საქართველოს კინოსტუდიის რეჟისორად (1976 წლიდან).
აღსანიშნავია, რომ მისი დოკუმენტური ფილმი – „უბედურების ზონა, ანუ არაჩვეულებრივი ფაშიზმი” – არის პირველი ქართული სატელევიზიო ფესტივალ „მანას“ პრიზიორი საუკეთესო ფილმისთვის.
მიხეილ ჭიაურელი არის ავტორი წიგნისა „ჩემი ცხოვრების აბლაბუდაში”.
1996 წელს მას გადაეცა ღირსების მედალი, საქართველოში დემოკრატიის მშენებლობის, სტაბილიზაციის განმტკიცებისა და ახალი ეკონომიკური რეფორმების განხორციელების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. ასევე, მიღებული აქვს სახელმწიფო პრემია და ზურაბ ანჯაფარიძის საერთაშორისო პრემია ოქროს მედლით“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.