პარლამენტმა ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებასთან დაკავშირებული, კანონპროექტთა პაკეტი მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებასთან დაკავშირებული, კანონპროექტთა პაკეტი, მათ შორის, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.

პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილებები შედის ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ლიცენზიებისა და ნებართვების, სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების და გარემოს დაცვის შესახებ კანონებში. კანონპროექტთა პაკეტი სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წარადგინა. მისი თქმით, კანონპროექტის მიღების შედეგად, ქვეყანაში მონრეალის ოქმით რეგულირებული ნივთიერებების (ჰიდროფტორნახშირბადების) იმპორტ-ექსპორტის სანებართვო სისტემა შეიქმნება, რითაც საერთაშორისო ვალდებულება შესრულდება. საქართველო, „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ მონრეალის ოქმის” მხარეს 1997 წლიდან წარმოადგენს. ქვეყანამ მიერთება მოახდინა, ოქმის ყველა ცვლილებასთან გარდა ბოლო, კიგალის ცვლილებისა.

„ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ მონრეალის ოქმის” კიგალის ცვლილებასთან შეერთებიდან 90 დღის შემდეგ, ქვეყანას უნდა ჰქონდეს ცვლილებით რეგულირებული ნივთიერებების იმპორტ-ექსპორტის სანებართვო მოქმედი სისტემა. კანონპროექტი უზრუნველყოფს ამ სისტემის ჩამოყალიბების საკანონმდებლო საფუძვლის შექმნას. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი პარლამენტმა 80 ხმით მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები