“ყველა რუსი არაა ნაძირალა მათ 25 დაჭრილი უკრაინელი გადაარჩინეს”
ილოვაისკთან 100-ზე ნაკლები უკრაინელი სამხედროა დაღუპული
ილოვაისკთან 100-ზე ნაკლები უკრაინელი სამხედროა დაღუპული. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილემ ბორის ფილატოვმა გაავრცელა. ფილატოვს ილოვაისკთან ალყიდან გამოსულ ბატალიონების მეთაურებთან ჰქონდა საუბარი. „მსხვერპლი 100-ზე ნაკლებია, თუმცა გული მაინც მეკუმშება“, – წერს ფილატოვი. რუსი ჯარისკაცების აღწერისას ფილატოვმა აღნიშნა, რომ მათ ეშინიათ ბრძოლის წარმართვა ახლო მანძილიდან. ფილატოვმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა რუსი არაა ნაძირალა და აღწერა სიტუაცია, როდესაც რუსებმა 25 დაჭრილი უკრაინელი გადაარჩინეს.