თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო დღეს, 10:00-დან 18:00 საათამდე საბურთალოს რაიონში შეზღუდვა კოსტავას, საბურთალოს, ბახტრიონის, პეკინის და მიმდებარე ქუჩების 447 აბონენტს შეეხება.
დღესვე 11:00-დან 14:00 საათამდე დენის მიწოდება ასევე შეუწყდება ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ნუციბიძის და თოფურიას ქუჩების 405 აბონენტს.
სამგორის რაიონში კი 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა აეროდრომის დასახლების, ორხევის დასახლების, ხომლელის და თრიალეთის ქუჩების 282 აბონენტს შეეხება.
რაც შეეხება გლდანის რაიონს, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის 813 აბონენტს შეეზღუდება.
ჩუღურეთის რაიონში 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა კონსტიტუციის, ნინოშვილის, კლდიაშვილის, წინამძღვრიშვილის და მიმდებარე ქუჩების 82 აბონენტს შეეხება.
მთაწმინდის რაიონში კი 10:00-დან 16:00 საათამდე დენის მიწოდება გორგასლის შესახვევის და კრწანისის ქუჩის 221 აბონენტს შეუწყდება.
ნაძალადევის რაიონში 10:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგია მუხრანის, რატევანის, ფეიქრების, ცოდნისკარის, საჩხერის, ჩარგლის, ტყიბულის, ხვანჭკარის და მიმდებარე ქუჩების 565 აბონენტს გაეთიშება.
ისნის რაიონში კი 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა აბუსერიძე-ტბელის, სახალხოს და მიმდებარე ქუჩების 174 აბონენტს შეეხება.
ხოლო დიდუბის რაიონში 11:00-დან 16:00 საათამდე წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ხოშარაულის და მიმდებარე ქუჩების 722 აბონენტს შეუწყდება დენის მიწოდება.
დღესვე ვაკის რაიონში 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ბაგების დასახლების 678 აბონენტს შეეხება.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.