ინვალიდი გოგონა, პუტინთან დახმარების სათხოვნელად მისვლის გამო, დააკავეს

უსიამოვნო ინციდენტით დასრულდა 31 აგვისტოს ჩელიაბინსკში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი – წერს საინფორმაციო სააგენტო „URA.RU“. პირველი ჯგუფის ინვალიდ გოგონას დინარა მუხატდინოვას, რომელსაც პუტინთან მისვლა და დახმარების სათხოვნელად შესაბამისი დოკუმენტების გადაცემა სურდა, რუსეთის პრეზიდენტის დაცვამ ხელები გადაუგრიხა და დააპატიმრა.
„URA.RU“-ს ინფორმაციით, ინციდენტის დროს გოგონა სტადიონიდან თავისი ეტლით წაიყვანეს. როგორც საინფორაციო სააგენტოს გოგონას მამამ გაბიდულა მუხატდინოვმა განუცხადა, მათ მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტისათვის ინვალიდების პრობლემებთან დაკავშირებული დოკუმენტების პაკეტის გადაცემა და დახმარების თხოვნა სურდათ.
„კონსტიტუციის 33-ე მუხლის თანახად, მოქალაქეებს უფლება აქვთ პირადად მიმართონ სახელმწიფო ორგანოებს, შესაბამისად პრეზიდენტსაც. ჭიდაობაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ, ჩვენ პრეზიდენტთან მისვლა ვცადეთ, მაგრამ დაგვაკავეს. სავარძელი კინაღამ დაიმტვრა, ხოლო დინარას ახლაც სტკივა გადაბრუნებული ხელი“.
გოგონას მამის თქმით, მოგვიანებით ისინი წაიყვანეს პოლიციაში, სადაც სამ საათზე მეტი გაატარეს.
დინარა მუხატდინოვა ჩელიაბინსკში საკმაოდ ცნობილია თავისი აქტიურობით. 25 თებერვალს მან მოახერხა ინვალიდების პრობლემებზე ესაუბრა გუბერნატორ ბორის დუბროვსკისთან. წელს ის ასევე იმყოფებოდა ახალგაზრდულ ფორუმზე „სელიგერი”, სადაც გაიცნო და ესაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრ ვლადიმერ კოლოკოლცოვს და ინგუშეთის პრეზიდენტს იუნუს-ბეკ ევკუროვს. თუმცა ამჯერად, ინვალიდი გოგონას მცდელობა – რუსეთის პრეზიდენტისთვისაც ეთხოვა ინვალიდებისათვის დახმარება, საკმაოდ ცუდად დასრულდა.
„როგორი სირცხვილი იყო გუშინ, უბრალოდ საშინელებაა“, – ეს წარწერა გულნატკენმა ინვალიდმა გოგონამ სოციალურ ქსელში დატოვა.
10645160_508497849293902_2485145336362222172_n

წყარო: URA.RU

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები