თურქმა პოლიციელმა ახალგაზრდა მამაკაცის თვითმკველობისას სელფი გადაიღო

დღეს დილით, სტამბოლში, ბოსფორის ხიდიდან 35 წლის თურქი მამაკაცი სადრეტინ სასკინი გადახტა და თავი მოიკლა. პოლიცია თვითმკველის გადარჩენას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ.
როგორც ახლობლები ჰყვებიან, ახალგაზრდა მამაკაცის მხრიდან ეს სიუციდის მესამე შემთხვევა იყო, რაც ოჯახური და ფინანსური პრობლემებით იყო განპირობებული.
როდესაც სამართალდამცველები მამაკაცის გადარჩენას ცდილობდნენ, პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთმა ოფიცერმა თვითმკვლელობის აქტის ფონზე სელფის გადაღება დაიწყო. ამ გაუგონარი შემთხვევის ამსახველი ფოტო ერთ-ერთმა თვითმხილველმა გადაიღო და ის თურქეთში სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა.

წყარო: hurriyetdailynews.com

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები