დევიდ ბექჰემი ავარიაში მოყვა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ და „რეალ მადრიდის“ ყოფილი ფეხბურთელი და ცნობილი სარეკლამო ვარსკვლავი დევიდ ბექჰემი ავარიაში მოყვა. ავარია ლოს ანჯელესში, ბულვარ სანსეტში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოტოციკლის მართვისას ბექჰემმა საჭე ვერ დაიმორჩილა და დაიმტვრა. პორტალ „TMZ.COM“-ის ინფორმაციით, ბექჰემი იმ მომენტში თავის მოტოციკლით პაპარაცებისგან გაქცევას ცდილობდა.
დევიდ ბექჰემი გასულ წლის ოქტომბერში ბევერლი-ჰილზში თავისი ავტომობილით, Range Rover-ის მართვისას დაიმტვრა.
წყარო: tmz.com