პოროშენკო აშშ-ში ვიზიტისას „დსრ“-ის და „ლსრ“-ის ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადების საკითხს დააყენებს

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ შეხვედრა გამართა ამერიკელ სენატორ რობერტ მენენდესთან. შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინაში არსებული სიტუაცია განიხილეს. პოროშენკომ სენატორთან მიმართული დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში კონფლიქტის გამწვავების შესახებ ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვანი პროგრესი ჰქონდათ ტერორისტებთან ბრძოლაში, სანამ საქმეში რუსეთის არმია ჩაერთვებოდა.
„ახლა უკრაინისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია თავისუფლების, დემოკრატიის, სუვერენიტეტისათვის ბრძოლაში დახმარება მიიღოს”, – აღნიშნა პოროშენკომ.
თავის მხრივ, სენატორმა მენენდესმა განაცხადა „ეს მოვლენები საფრთხეს უქმნის არა მარტო უკრაინას, არამედ მთელ მსოფლიოს. მიუხედავად იმისა, რომ პირველ მსხვერპლს უკრაინელები წარმოადგენენ, ისინი ერთადერთი მსხვეპრლნი არ არიან. ეს მსოფლიო უსაფრთხოების საკითხია“.
შეხვედრაზე პოროშენკომ განაცხადა ნატოს სამიტზე ვიზიტის თაობაზე, სადაც მომავალი მოქმედებების კოორდინაციის მიზნით, ის აპირებს წევრი სახელმწიფოების ლიდერებთან მოლაპარაკებები აწარმოოს.
უკრაინის პრეზიდენტმა სენატორს უკრაინის, როგორც ნატოს ბლოკის გარეთ უმთავრესი მოკავშირის სტატუსის მინიჭების ინიციატივისათვის, აშშ-ს კონგრესის მიმართ მადლიერება გადასცა.
„ეს ახალ შესაძლობლობას მოგვცემს შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის და ჩვენი უსაფრთოხების გაძლიერებისათვის“, – განაცხადა პოროშენკომ.
შეხვედრაზე პეტრე პოროშენკომ და რობერტ მენენდესმა განიხილეს ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის საკითხიც, რომელიც სექტემბრის მეორე ნახევარშია დაგეგმილი . ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ს ხელმძღვანელ პირებთან „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების” ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადების საკითხს დააყენებს.

წყარო : SEGODNYA.UA

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები