საბერძნეთში, ქალაქ პილოსთან ახლოს, სადაც მიგრანტების ბორანი ჩაიძირა, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ ხომალდის გადაბრუნებას 79 ადამიანი ემსხვერპლა, 104-ის გადარჩენა მოხერხდა, ასობით პირი დაკარგულია.
გემი, რომელიც ლიბიიდან იტალიისკენ მიემართებოდა, იონიის ზღვის საერთაშორისო წყლებში ჩაიძირა.
დაზუსტებით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე, თუმცა, ამ ტიპის ხომალდს, სხვადასხვა მონაცემით, 400-დან 750-მდე ადამიანის გადაყვანა შეუძლია.
საბერძნეთის ხელისუფლებამ მომხდარს ,,ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედია,, უწოდა და სამდღიანი გლოვა გამოაცხადა, რომელიც 17 ივნისის საღამომდე გაგრძელდება.