ვატიკანის ბიბლიოთეკას უნიკალური ქართული წიგნები გადაეცა საჩუქრად
გამომცემლობა „ბაკმის“ დირექტორმა, რუსუდან მოსიძემ ვატიკანის ბიბლიოთეკას უნიკალური ქართული წიგნები გადასცა საჩუქრად.
ვებგვერდის Georgia in the Holy See-ს ინფორმაციით, „ბაკმის“ მიერ გამოცემული „წმიდაი ოთხთავი“, „ფსალმუნნი და გალობანი” და შოთა რუსთაველის „ბეგთაბეგისეული” „,ვეფხისტყაოსანი” დღეიდან ვატიკანის უნიკალური ბიბლიოთეკის წიგნებს შორის დაიდებს ბინას.
წიგნები გადაეცა ბიბლიოთეკის ვიცე პრეფექტს ბატონ ტიმოტი ჯეიმს იანცს.
ბეგთაბეგისეული „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემა ზუსტად იმეორებს ორიგინალი ხელნაწერის ფორმასა და დიზაინს.
„ფსალმუნნი და გალობანის’’ ტექსტი წარმოადგენს გიორგი ათონელის რედაქციას და ილუსტრირებულია „ჯრუჭის ფსალმუნნი”-ის (XIII-XIV სს.) მინიატურებით.
წმიდაი ოთხთავი ილუსტრირებულია „გელათის სახარების” (XII ს) 251 მინიატურითა და 14 კამარით.