“მთელი გულით მსურს, რომ მსგავსი მიდგომა ყველა საჯარო სამსახურში დაინერგოს”- მარიკო კობახიძე
14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.
იუსტიციის სამინისტროსთვის შშმ პირთა უფლებების დაცვა პრიორიტეტია. უწყება აქტიურად მუშაობს პროექტებზე, რომლებსაც კონკრეტული შედეგები მოაქვს შესაბამისი საჭიროებების მქონე პირებისთვის. სამინისტროს სისტემაში 50-მდე შშმ პირი მუშაობს, მათ შორის არის მარიკო კობახიძე – იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი.
მარიკო კობახიძემ სამსახურში “სენსორული სასაპნის” დამონტაჟებას მიუძღვნა პოსტი.
“გონივრული მისადაგების პრინციპის პრაქტიკაში, რეალიზების კიდევ ერთი ნათელი მაგალითი”,- ასე ეხმიანება იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი, მარიკო კობახიძე სოციალურ ქსელში, უწყებაში ახალი, “სენსორული სასაპნეს” დამონტაჟებას.
“გონივრული მისადაგების პრინციპის პრაქტიკაში, რეალიზების კიდევ ერთი ნათელი მაგალითი. უბრალოდ ვთქვი, რომ სასაპნის გამოყენებისას, ჩემს პატარა და ძალაგამოლეულ ხელებს, ოდნავ მეტი ძალის გამოყენება უწევსთქო. ჰოდა, ინებეთ სენსორული სასაპნეო. ამბავი იმაზე, თუ როგორ ატუტუცებენ პატარა მარიკოს დიდ იუსტიციაში. მთელი გულით მსურს, რომ მსგავსი მიდგომა ყველა საჯარო სამსახურში დაინერგოს”,- წერს მარიკო კობახიძე.