15 ივნისს “რედისონში” “ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორის ემილ ავდალიანის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

15 ივნისს, 17:00 საათზე, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” “ევროპის უნივერსიტეტის” აფილირებული პროფესორის ემილ ავდალიანის წიგნის – “China, Russia and New Eurasian Order” პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნის პრეზენტაციას დაესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლები საქართველოში, მკვლევრები და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები. წიგნში სიღრმისეულად განხილულია რუსეთისა და ჩინეთის ევრაზიული ხედვა, აშშ-ს და ჩინეთს შორის არსებული მზარდი კონკურენცია, რუსეთ-ჩინეთის დაახლოება და ცვალებადი გლობალური წესრიგი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები