„გარდასულის კვალდაკვალ” – პოეტისა და მთარგმნელის, ბელა შალვაშვილის მოგონებების წიგნის წარდგენა გაიმართება
14 ივნისს, 18 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში პოეტისა და მთარგმნელის, ბელა შალვაშვილის მოგონებების წიგნის – „გარდასულის კვალდაკვალ” წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კრებულში გაერთიანდა საინტერესო ამბები, ძვირფას ადამიანებთან შეხვედრების ამსახველი მოგონებები.
საღამოს ორგანიზატორია „საქწიგნი” და ლია მეტრეველი.
მის: გია ჭანტურიას ქ. N8.