მამა გაბრიელის საფლავზე არსებული კანდელის ადგილის შეცვლის შესახებ საპატრიარქო იმსჯელებს

   მამა გაბრიელის საფლავზე არსებული კანდელის ადგილის შეცვლის შესახებ საპატრიარქო იმსჯელებს,- ამის შესახებ „კვირას“ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, შექმნილია საორგანიზაციო კომისია მამა გაბრიელის გადასვენების ორგანიზებისთვის. პატრიარქის კურთხევის შემდეგ განიხილება და ვიმსჯელებთ, გადავა კანდელი მის ახალ საფლავთან, თუ ძველ ადგილას დარჩება. ამ დროისთვის ეს საკითხი არ არის განხილული“,- განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა. შეგახსენებთ, რომ წმინდა მამა გაბრიელს, უახლოესი კვირების განმავლობაში, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოდან ფერიცვალების ტაძარში გადაასვენებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები