“ჰესის ჩამონგრევაზე უკრაინელები არიან დამნაშავეები, თუმცა,100%-ით არ ვარ დარწმუნებული, აფეთქება არ დაგვიფიქსირებია” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ არის დარწმუნებული, რომ კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების მიღმა უკრაინული მხარე დგას, თუმცა, ამბობს, რომ ეს მათ ინტერესში უნდა ყოფილიყო.

როგორც მან სამხედრო კორესპონდენტებთან შეხვედრაზე თქვა, უკრაინელი სამხედროები ჰესის მიმართულებით მიზანმიმართულად ისროდნენ HIMARS-ებიდან, თუმცა, მისი თქმით, კაშხლის ჩამონგრევის წინ აფეთქება არ დაფიქსირებულა.

“აბა, ვინ არის დამნაშავე – ცხადია, ამისთვის უკრაინული მხარე იბრძოდა. იცით, ახლა არ ვისაუბრებ ისეთ საკითხებზე, რომელშიც 100%-ით არ ვარ დარწმუნებული, რადგან, კაშხლის ჩამონგრევამდე დიდი აფეთქებები არ დაგვიფიქსირებია. ყოველ შემთხვევაში, ასე შემატყობინეს. მაგრამ მიზანმიმართულად არაერთხელ ურტყამდნენ HIMARS-იდან კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურზე, საქმეც ესაა. შესაძლოა, იქ რაღაც სანიშნე ჰქონდათ, ახლა არ ვიცი, შესაძლოა, კიდევ ერთხელ რაღაც უმნიშვნელო გააკეთეს და დაიწყო ჩამოშლა”,- თქვა პუტინმა.

აქვე ჰესის ჩამონგრევის შედეგებზე საუბრისას თქვა, რომ პროცესმა უკრაინული კონტრშეტევა შეაფერხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები