გურამ მაჭარაშვილი: თუ იქნება ევროკავშირის მხრიდან ეს საკითხი დასმული, რომ დეოლიგარქიზაცია აღარ არის საჭირო საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, ამ საკითხს გადავხედავთ

“ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხი 12 პუნქტში ევროკავშირის მიერ იქნა ჩასმული. როგორც დეპუტატი აცხადებს, თუკი ევროკავშირი იტყვის, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ საკითხი აქტუალური აღარ არის, “ქართული ოცნება” მას აღარ მიიღებს.

“დეოლიგარქიზაციის შესახებ საკითხი ჩვენ არ ჩაგვისვამს 12 პუნქტში, ეს ჩასვა ევროკავშირმა. შესაბამისად, თუ ევროკავშირი იტყვის, რომ ეს საკითხი აღარ არის აქტუალური, ჩვენ ამ საკითხს გადავხედავთ. ეს არ იყო ჩვენი ინიციატივა, პირველ ყოვლისა, ეს მინდა, გითხრათ. თუ იქნება ევროკავშირის მხრიდან ეს საკითხი დასმული, რომ დეოლიგარქიზაცია აღარ არის საჭირო საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხს გადავხედავთ და, შესაბამისად, აღარ მივიღებთ,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები