პუტინი ბაროზოს: კიევს ორ კვირაში ავიღებ
იტალიური პრესის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოს დაემუქრა და განაცხადა, რომ კიევს ორ კვირაში აიღებს. ლიდერების საუბარი ევროკავშირის სამიტზე შედგა.
ბაროზო შეეცადა ეკითხა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ, თუმცა პუტინმა მუქარას მიმართა. მან განაცხადა, რომ თუ მას ასეთი სურვილი გაუჩნდება, ის კიევს ორ კვირაში დაიპყრობს.
სამიტის დროს განიხილებოდა რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების საკითხი. ევროკავშირის 28 წევრისგან უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი და კვიპროსი კრემლის მიმართ შეზღუდვების წინააღმდეგი არიან. ისინი ფიქრობენ, რომ სანქციები მათ ქვეყნებზეც უარყოფითად იმოქმედებს.