ქართველ რეჟისორსა და სცენარისტს – კარლო ღლონტს 95 წელი შეუსრულდებოდა

13 ივნისს გამოჩენილ ქართველ რეჟისორსა და სცენარისტს – კარლო ღლონტს 95 წელი შეუსრულდებოდა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს კარლო ღლონტის ხსოვნას და ქართული კულტურის წინაშე მის დამსახურებას.
„კარლო ღლონტი 1957 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში რეჟისორის ასისტენტად და კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში მსახიობის ოსტატობისა და რეჟისურის ხელოვნების პედაგოგად.
იყო დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი ფილმებისა: „უსახელო უფლისციხელი“, „მინდვრის ყვავილი“, „სინას მთა“, „ფრაგმენტები ტაო-კლარჯეთის ისტორიიდან“ და სხვა. მონაწილეობს ფილმებში: „ყვავილი თოვლზე“, „კეთილი ადამიანები“, „ზღვის შვილები“, „ხუთი ვარიაცია“ და სხვა.
1967 წელს დაწერა წიგნი – „საქართველოს სატელევიზიო ფილმები – 30 წელი“.
კარლო ღლონტი იყო საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი; ქართული სატელევიზიო კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები