კულტურის სამინისტრო ღვაწლმოსილ თანამშრომელს – იამზე გვათუას დაბადების დღეს ულოცავს
კულტურის სამინისტრო ღვაწლმოსილ თანამშრომელს, იამზე გვათუას, დაბადების დღეს ულოცავს
„იამზე გვათუა კულტურის სამინისტროში 35 წელზე მეტია საქმიანობს (1987 წლიდან). იგი ემსახურება ქართული კულტურის, თეატრალური ხელოვნების განვითარებას.
ქალბატონი იამზე მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს ხელოვნების დარგის წარმომადგენლებში, განსაკუთრებით კი – თეატრალურ წრეებში. იგი ჩვენი ქვეყნის ყველა თეატრის გულშემატკივარია და, მრავალი წელია, ერთგულად ემსახურება მათ. ქალბატონ იამზეს ქართული თეატრის მრავალი მიღწევა ახსოვს და არათუ ახსოვს, მათი უშუალო მომსწრე თუ მონაწილეც ყოფილა.
წლების განმავლობაში, კულტურის სამინისტროში იამზე გვათუას სხვადასხვა თანამდებობა ეჭირა (სარეპერტუარო კოლეგიის უფროსი რედაქტორი, თეატრალური განყოფილების უფროსი, ხელოვნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის დირექტორი). მისი მაღალი კომპეტენცია, პროფესიონალიზმი, გამოცდილება და კოლეგიალობა მისი ავტორიტეტის განმსაზღვრელია.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს ქალბატონ იამზეს, მადლობას უხდის მრავალი წლის თავდადებული შრომისთვის და დღეგრძელობასა და კვლავაც აქტიურ საქმიანობას უსურვებს“, – ნათქვამია კულტურის სამინისტრო მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.