თბილისის მერიასა და გამგეობებში დღეს 600-მდე მოქალაქეს მოუსმინეს

ორშაბათის ტრდიციულ მიღებაზე მერიაში მისული 230 მოქალაქიდან თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 43 მიიღო. მერიის პრესსამმსახურის ცნობით, შეხვედრები გაიმართა მერის მოადგილეებთან, საქალაქო სამსახურის უფროსებთან და რაიონების გამგებლებთან, სადაც დღეს 355 ადამიანს მოუსმინეს. მოქალაქები სოციალური და საბინაო საკითხების მოგვარებას, დასაქმებას, ერთჯერად ფინანსურ დახმარებას, სწავლის დაფინანსებას, ასევე მცირე ბიზნესის ხელსეწყობას ითხოვენ. თბილისის მერის ინიციატივით, მოქალაქეთა მიღება ყოველ ორშაბათს 14-დან 18 საათამდე მიმდინარეობს. მიღების წესის მიხედვით, თითოეულ თბილისელს შესაძლებლობა აქვს, პრობლემატიკის მიხედვით, დედაქალაქის მთავრობის წევრებს შეხვდეს და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები გააცნოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები