მებრძოლებისგან დონბასის გათავისუფლების ოპერაცია დასრულდა
უკრაინის თავდაცვის მინისტრის ვალერი გელეტეის განცხადებით, დონბასის მებრძოლებისგან გათავისუფლების ოპერაცია დასრულებულია.
„ჩვენ რუსეთისგან თავი უნდა დავიცვათ“, – აცხადებს მინისტრი. გელეტეის აზრით, რუსეთი დამარცხდა ჰიბრიდულ ომში უკრაინასთან და არაოფიციალური წყაროებით რუსეთის მხარე იმუქრებოდა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით. „რუსეთმა წააგო ჰიბრიდული ომი უკრაინასთან. ჩვენი შეიარაღებული ძალები მტკიცედ ავიწროვებდნენ რუსეთის დაქირავებული მებრძოლების ბანდებს, ანადგურებდნენ დივერსანტებს და სპეცრაზმელებს. სწორედ ამიტომ კრემლი იძულებული იყო დონბასის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან შეჭრაზე გადასულიყო. დღეს ჩვენ საქმე გვაქვს დივიზიებთან და პოლკებთან. ხვალ ეს შეიძლება სამხედრო ფორმირებები იყოს“, – აღნიშნა გელეთეიმა. მან თქვა, რომ უკრაინის აღმოსავლეთის ტერორისტებისგან გათავისუფლების ოპერაცია დასრულდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა სასწრაფოდაა საჭიროა იმაზე ფიქრი, როგორ უნდა დაიცვას უკრაინამ თავი რუსეთისგან, რომელმაც თვალი უკრაინის სხვა ტერიტორიებსაც დაადგა.