„ანტიკური ხანის ბერძნულ-ლათინური წარწერები, როგორც საქართველოს ისტორიის წყარო“ – წიგნის წარდგენა გაიმართება
16 ივნისს, 17 საათზე, თსუ-ის I კორპუსის 07 აუდიტორიაში გაიმართება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული გრანტის ფუნდამენტური მეცნიერებებისთვის ფარგლებში გამოცემული წიგნის – „ანტიკური ხანის ბერძნულ-ლათინური წარწერები, როგორც საქართველოს ისტორიის წყარო“ – წარდგენა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნის ავტორები არიან: თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის, ასევე კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის თანამშრომლები: ნათია ფიფია, ეკატერინე კობახიძე, თედო დუნდუა.