საგარეო უწყება და UNDP ერთობლივ პროექტს იწყებენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამა (UNDP) ანგარიშგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით ერთობლივ პროექტს იწყებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძისა და საქართველოში UNDP-ის ხელმძღვანელის ნილს სკოტის ინიციატივით დაწყებული პროექტი იმ უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის შესაძლებლობებს გააძლიერებს, რომელიც სახელმწიფო ანგარიშების მომზადების, მათ შორის უნივერსალური პერიოდული განხილვის (ადგილზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესების მექანიზმი) კოორინაციაზეა პასუხისმგებელი. აღნიშნული პროექტი ტრენინგების ჩატარებასა და ტექნიკური დახმარების სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებას ითვალისწინებს. მისი ბიუჯეტი 44,650 აშშ დოლარს შეადგენს. პროექტს თანადაფინანსებას შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) და რუმინეთის მთავრობა უწევს, ხოლო მის განხორციელებას მმართველობის რეფორმის ფონდის ფარგლებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამა უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები