ბორის აკუნინი რუსეთს ტოვებს

ცნობილი მწერალი გრიგოლ ჩხარტიშვილი, ფსევდონიმით ბორის აკუნინი „პუტინის რუსეთს“ ტოვებს, – ამის შესახებ მწერალმა „ეხო მოსკვის“ ვებგვერდზე, საკუთარ ბლოგში განაცხადა. მისი თქმით, ის ახლა რუსეთში თავს უცხოდ გრძნობს.
„პუტინის რუსეთთან შეხების წერტილები არ მაქვს, მასში ჩემთვის ყველაფერი უცხოა. ემიგრირებას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ, მაგრამ ჩემი დროის ძირითად ნაწილს რუსეთის ფარგლებს გარეთ გავატარებ. ფხიზელი და მთვრალი ერთ სახლში თავს არაკომფორტულად გრძნობენ. პერიოდულად მოვინახულებ, ვნახავ, დასრულდა თუ არა სიმთვრალე. და რასაც რუსეთი ჰქვია, იმის ნაწილად დავრჩები, ამ შემთხვევაში ექსპატრიაცია ნამდვილად შეუძლებელია. და რუსეთიც, რომელიც, ჩემი ნაწილია, ასევე არსად წავა“,- აღნიშნა მწერალმა. უკრაინაში მოვლენების შეფასებისას აკუნინი ასევე წერს: „მე ახლა მოსკოვის ქუჩებში დავდივარ, ხალხს ვუყურებ, მესმის საუბრების ნაწილი და ცუდად ვხვდები. ვერ ხედავენ, არ უნდათ, რომ იცოდნენ, არ ფიქრობენ. ხალხი არაა დამნაშავე. მათ თავისი ცხოვრება აქვთ. ჩვეულებრივი ყოფითი პრობლემები“, – წერს მწერალი. ის, რომ რაღაცას ვერ ხედავ ასეთ მომენტებში, ძვირად გიჯდება ხოლმე, – ფიქრობს მწერალი.
„ჩემ ქვეყანას დიდი გამოწვევა ელოდება. შესაძლოა, იმაზე უფრო მძიმეც კი, რომლის წინაშე ახლა უკრაინა დგას. ასე ვაფასებ მოვლენებს და ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ მინდა, რომ შევცდე“, – აღნიშნა მწერალმა გრიგოლ ჩხარტიშვილმა, იგივე ბორის აკუნინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები