52 წლის მამაკაცი დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა – მან თვითმკვლელობა ორჯერ სცადა

52 წლის ვ. ნარსიამ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, თვითმკვლელობა ორჯერ სცადა, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში გარდაიცვალა – ამის შესახებ „კვირას“ ბ. იაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში განუცხადეს.
„პაციენტს კლინიკაში შემოსვლისას სოცოცხლისათვის შეუთავსებელი დამწვრობა ჰქონდა მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ მას რეანიმაციულ განყოფილებაში ყველა საჭირო მკურნალობა უტარდებოდა, სამწუხაროდ, პაციენტი გუშინ გამთენიისას გარდაიცვალა“, – აღნიშნა მორიგე ექიმმა.
შეგახსენებთ, რომ 27 აგვისტოს, ზუგდიდში მცხოვრებმა ვ.ნ-მ თვითმკვლელობა ორჯერ სცადა. ზუგდიდის რაიონის საავადმყოფოს დირექტორის როლანდ ახალაიას ინფორმაციით, 52 წლის ნ-იამ თვითმკვლელობის მიზნით ჯერ ვენები გადაიჭრა, შემდეგ კი ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. პაციენტი რეანომობილით ბ.იაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში დღეს დილით გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები