რუმინეთი 50-ზე მეტ რუს დიპლომატს აძევებს

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა, რომ რუსეთის საელჩოს 50-ზე მეტმა თანამშრომელმა ქვეყანა 30 დღის ვადაში დატოვოს.

ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

მიზეზად რუსეთსა და რუმინეთში დიპლომატების რაოდენობის გათანაბრება დასახელდა.

ამგვარად, რუსეთმა 51 თანამშრომელი უნდა გაიწვიოს: საუბარია 21 დიპლომატსა და 30 ტექნიკურ-ადმინისტრაციულ პერსონალზე.

ქვეყანაში მხოლოდ 11 რუსი დიპლომატი და 29 თანამშრომელი უნდა დარჩეს. ამას 30-დღიანი ვადა ეძლევა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე განაცხადეს, რომ რუმინეთის უწყებას პასუხს გასცემენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები