ირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტიკური ჯინიანობა არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტისთვის სასარგებლო არ არის
“ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უმრავლესობის თანხმობის გარეშე ვერ დაინიშნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკური ჯინიანობა სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის სასარგებლო არ არის.
„ეს არის მოწოდება იქითკენ, რომ ითანამშრომლონ და პოლიტიკური ჯინიანობა არ არის არანაირად სასარგებლო არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტისთვის, არც ეროვნული ბანკისთვის, არც პრეზიდენტისთვის და არც მთავრობისთვის“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების” პოლიტიკურმა საბჭომ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები საქართველოს ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას პრობლემებს უქმნის.