ზელენსკი სტიქიის ზონაში ჩავიდა (ვიდეო)

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ხერსონის რეგიონში ჩავიდა.

მისი თქმით, საჭიროა ზარალის დათვლა და ხალხისთვის კომპენსაციისთვის სახსრების გამოყოფა.

ამის შესახებ “ტელეგრამის” არხზე ვიდეო გამოქვეყნდა.

ადგილზე უკრაინის პრეზიდენტმა საკოორდინაციო თათბირი გამართა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, კერძოდ, რეგიონში სტიქიის შედეგად შექმნილი ოპერატიული ვითარება, პოტენციური წყალდიდობის ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია, კაშხლის აფეთქებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციის აღმოფხვრა, და ადამიანების დახმარების ორგანიზება.

გარდა ამისა, საუბარი იყო რეგიონის ეკოსისტემის აღდგენის პერსპექტივებსა და ტექნოგენური კატასტროფის ზონაში არსებულ სამხედრო მდგომარეობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები