უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურაბ მუშუქია დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ის ბოგდანოვკაში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა. ბრძოლის ველიდან ცხედრის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ზურაბ მუშუქია აფხაზეთიდან დევნილი იყო, რომელიც ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობდა. ის უკრაინაში 2014 წლიდან იმყოფებოდა და უკრაინის შეიარაღებულ ძალების ერთ-ერთ ბატალიონში მსახურობდა.
გარდაცვლილი მებრძოლი 44-ე ქართველია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს ემსხვერპლა.