ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ქვემო ქართლის ახალგაზრდობის ფორუმს დაესწრო

ახალგაზრდული ქსელის „თაობის“ ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), პროექტის, “დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში” ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტი მერიის საკონფერენციო დარბაზში ახალგაზრდობის ფორუმი მოეწყო.

ფორუმში მონაწილეობა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების 70-მა ახალგაზრდამ მიიღო. ფორუმის მონაწილეებმა რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და მათ მიერ განხორციელებულ პროექტებზე იმსჯელეს.

ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი – დავით შერაზადიშვილი დაესწრო. მერმა ფორუმში მონაწილე ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და მათ წარმატებები უსურვა.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ქვემო ქართლის ახალგაზრდულ ფორუმს უმასპინძლა. მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდების ჩართულობა, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში უმნიშვნელოვანესია, რაც მუნიციპალიტეტის სწრაფ განვითარებაზეც დადებითად აისახება. ჩვენ მზად ვართ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიზნით, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურად ვითანამშრომლოთ და მათთან ერთად სხვადასხვა პროექტი განვახორციელოთ“, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები